სახელმწიფო დანახარჯების რუკა

 

როცა სახელმწიფო დანახარჯების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ, პოლიტიკოსები საუბრობენ და განკარგავენ ასეულობით მილიონ ლარს. ძალიან ცოტა ჩვენგანია ისეთი იღბლიანი, ვისაც პერსონალური დანახარჯებიც ამ მასშტაბის აქვს.  ჩვენთვის ძნელია იმის წარმოდგენაც კი, თუ როგორ უნდა დავხარჯოთ მილიონები და მილიარდები. ამიტომ, საბიუჯეტო თანხებზე საუბრისას, მხედველობიდან გვრჩება და ვეღარ ვაცნობიერებთ, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს.  

საქართველოს სახელმწიფო დანახარჯების რუკა გრაფიკულად წარმოგვიდგენს ყველა იმ სახელმწიფო დანახარჯს, რომელიც ფინანსდება გადასახადებითა და სხვა კონტრიბუციით. ეს რუკა კარგი საშუალებაა იმისთვის, რათა დაინახო ფინანსების ნაკადები  და ურთიერთმიმართება როგორც საზოგადოებასა და სახელმწიფო სტრუქტურებს და ნაერთ ბიუჯეტს, ისე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. თითოეული სფეროს მსგავსი ხარჯების მაჩვენებელი წარმოდგენილია წრეების ფორმით, რათა უკეთესად აღსაქმელი იყოს, თუ რაში გადაწყვიტეს ჩვენი ფულის დახარჯვა პოლიტიკოსებმა.  პროცენტი მიუთითებს, თუ როგორ შეიცვალა ესა თუ ის ხარჯი წლევანდელ ბიუჯეტში, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით. 

რუკაზე ასახულია ოთხი წრე ერთი არის ნაერთი ბიუჯეტი, რომელიც შედგება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისგან, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტისა და თვითმმართველობების ბიუჯეტებისგან; მეორე სახელმწიფო ბიუჯეტი ,  რომელიც ნაერთი ბიუჯეტის 90% -ს შეადგენს;  შემოსულობები  - მიღებული ჯამური შემოსავალი, რომელიც შედგება საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლებისგან, პრივატიზაციისგან მიღებული, სესხის ან სხვა შემოსავლისგან.   სახელმწიფო ვალი - აჩვენებს საქართველოს სახელმწიფოს ჯამურ სახელმწიფო ვალს, ისევე, როგორც ვალის ზრდის (ან შემცირების) მაჩვენებელს. 

 

რუკის შეძენა ერთ ლარად შეგიძლიათ ჩვენს ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ფალიაშვილის ქუჩა #85, შენობა 1, მეოთხე სართული.

 

 

2012 წლის სახელმწიფო დანახარჯების რუკის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ