რა გვიჯდება საჯარო მოხელეების შენახვა?

Articles

2012 წელს ჩვენ 1,050 მილიონი ლარი გადავიხადეთ საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურებაში. ეს ნიშნავს 233 ლარს თითოეულ მოსახლეზე წელიწადში და 1584 ლარს ერთი დაქირავებით დასაქმებულისათვის. საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 846 ლარია.